რუმინეთის მთავრობა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსთან კოორდინაციით აცხადებს კონკურსს კვლევით სტიპენდიაზე "Eugen Ionescu", 2025-2025 წლებისთვის. სტიპენდია განკუთვნილია დოქტორანტურის სტუდენტებისა და მკვლევარი მასწავლებლებისთვის.
„ეჟენ იონესკუს“ მობილობის სტიპენდია ფრანგულენოვან მასწავლებლებსა და მკვლევარებს საშუალებას აძლევს, გაიუმჯობესონ უნარები რუმინეთში, AUF-ის წევრ დაწესებულებებში. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2025 წლის 30 ნოემბერი.
მობილობის პერიოდი: 2026 წლის 1 მაისი – 2026 წლის 31 ივლისი. დაინტერესებულ კანდიდატებს მეტი დეტალისთვის შეუძლიათ, დაუკავშირდნენ ელ-ფოსტაზე: bourses-ei@auf.org
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/vTUJY ზემოაღნიშნული პროგრამით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გაავრცელოთ ინფორმაცია თქვენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.